ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ "ქართული გემო"
https://mfa.gov.ge/news/366409-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-qartuli-gemo)
https://mfa.gov.ge/news/366409-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-qartuli-gemo)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
2026 წლის 26 მაისს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩომ ქ. კანბერაში უმასპინძლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებას. ღონისძიებას დაესწრნენ ავსტრალიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, კერძო სექტორის და მედიის, ასევე, ავსტრალიის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“ პროექტის მიზანი: ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ; დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა და დედაენის დღის აღნიშვნის ხელშეწყობა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.
2026 წლის 9 აპრილს, ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მდებარე “ევროპის სახლში”, საერთაშორისო საქმეთა ახალი ზელანდიის ინსტიტუტმა (New Zealand Institute of International Affairs (NZIIA)), ახალ ზელანდიაში საქართველოს საპატიო კონსულის ჯაგჯიტ სინხის მხარდაჭერით, უმასპინძლა ახალ ზელანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბექა დვალის (რეზიდენციით ქ. კანბერა) ლექციას საქართველოს შესახებ (“Attaining Stability and Growth in the midst of a Geopolitical Whirlwind: The Case of Georgia”).
2026 წლის 7 აპრილს, ახალი ზელანდიის დედაქალაქ ველინგტონში, საერთაშორისო საქმეთა ახალი ზელანდიის ინსტიტუტის (New Zealand Institute of International Affairs (NZIIA)) მასპინძლობით, ახალ ზელანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიამა ელჩმა ბექა დვალმა (რეზიდენციით ქ. კანბერა) მონაწილეობა მიიღო ველინგტონის ვიქტორიის უნივერსიტეტში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის ღონისძიებაში "ეროვნული ინტერესი, სუვერენიტეტი და საფრთხის ქვეშ მყოფი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი - ხედვები საქართველოდან".
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
2026 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოში საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
2026 წლის 4 თებერვალს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა გამართა შეხვედრა ავსტრალიის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაციის, საერთაშორისო საქმეთა ავსტრალიური ინსტიტუტის (Australian Institute of International Affairs (AIIA) ხელმძღვანელთან, დოქტორ ბრაის ვეიკფილდთან.
ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩო ულოცავს ავსტრალიის ხელისუფლებას და ავსტრალიელ ხალხს ავსტრალიის დღეს! ავსტრალიის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით (Australia Day) ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორის სემ მოსტინისადმი მისალოც გზავნილში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მეგობარ ავსტრალიელ ხალხს უსურვა მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა. საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე, გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს და ავსტრალიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და გაფართოვდება.
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2026 წლის 01 იანვრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა ტურისტისთვის სავალდებულოა ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის მოქმედი პოლისის ფლობა. საქართველოში შემომსვლელმა ნებისმიერმა ტურისტმა უნდა წარადგინოს მოქმედი სადაზღვევო პოლისი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელიც შედგენილი იქნება ქართულ ან ინგლისურ ენაზე.