Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ "ჩემი ქართული სკოლა"

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ "ჩემი ქართული სკოლა"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

ინფორმაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით გამართული მიღების შესახებ

ინფორმაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით გამართული მიღების შესახებ

2026 წლის 26 მაისს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩომ ქ. კანბერაში უმასპინძლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებას. ღონისძიებას დაესწრნენ ავსტრალიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, კერძო სექტორის და მედიის, ასევე, ავსტრალიის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ "ჩემი ენა ქართული"

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ "ჩემი ენა ქართული"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.

ინფორმაცია დედაენის დღისადმი მიძღვნილი საგრანტო კონკურსის შესახებ "ჩემი ენა ქართული"

ინფორმაცია დედაენის დღისადმი მიძღვნილი საგრანტო კონკურსის შესახებ "ჩემი ენა ქართული"

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“ პროექტის მიზანი: ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ; დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა და დედაენის დღის აღნიშვნის ხელშეწყობა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.

ინფორმაცია საქართველოს ელჩის საჯარო ლექციის შესახებ ქ. ოკლენდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

ინფორმაცია საქართველოს ელჩის საჯარო ლექციის შესახებ ქ. ოკლენდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

2026 წლის 9 აპრილს, ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მდებარე “ევროპის სახლში”, საერთაშორისო საქმეთა ახალი ზელანდიის ინსტიტუტმა (New Zealand Institute of International Affairs (NZIIA)), ახალ ზელანდიაში საქართველოს საპატიო კონსულის ჯაგჯიტ სინხის მხარდაჭერით, უმასპინძლა ახალ ზელანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბექა დვალის (რეზიდენციით ქ. კანბერა) ლექციას საქართველოს შესახებ (“Attaining Stability and Growth in the midst of a Geopolitical Whirlwind: The Case of Georgia”).

ინფორმაცია საქართველოს ელჩის მონაწილეობის შესახებ ქ. ველინგტონში გამართულ მრგვალი მაგიდის ღონისძიებაში

ინფორმაცია საქართველოს ელჩის მონაწილეობის შესახებ ქ. ველინგტონში გამართულ მრგვალი მაგიდის ღონისძიებაში

2026 წლის 7 აპრილს, ახალი ზელანდიის დედაქალაქ ველინგტონში, საერთაშორისო საქმეთა ახალი ზელანდიის ინსტიტუტის (New Zealand Institute of International Affairs (NZIIA)) მასპინძლობით, ახალ ზელანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიამა ელჩმა ბექა დვალმა (რეზიდენციით ქ. კანბერა) მონაწილეობა მიიღო ველინგტონის ვიქტორიის უნივერსიტეტში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის ღონისძიებაში "ეროვნული ინტერესი, სუვერენიტეტი და საფრთხის ქვეშ მყოფი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი - ხედვები საქართველოდან".

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების შესახებ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების შესახებ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ინფორმაცია საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო დროშის დაშვების შესახებ

ინფორმაცია საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო დროშის დაშვების შესახებ

2026 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოში საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

ინფორმაცია საერთაშორისო საქმეთა ავსტრალიური ინსტიტუტის ხელმძღვანელთან  საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ

ინფორმაცია საერთაშორისო საქმეთა ავსტრალიური ინსტიტუტის ხელმძღვანელთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ

2026 წლის 4 თებერვალს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა გამართა შეხვედრა ავსტრალიის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაციის, საერთაშორისო საქმეთა ავსტრალიური ინსტიტუტის (Australian Institute of International Affairs (AIIA) ხელმძღვანელთან, დოქტორ ბრაის ვეიკფილდთან.

ავსტრალიის ხელისუფლებას და ავსტრალიელ ხალხს ვულოცავთ ავსტრალიის დღეს!

ავსტრალიის ხელისუფლებას და ავსტრალიელ ხალხს ვულოცავთ ავსტრალიის დღეს!

ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩო ულოცავს ავსტრალიის ხელისუფლებას და ავსტრალიელ ხალხს ავსტრალიის დღეს! ავსტრალიის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით (Australia Day) ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორის სემ მოსტინისადმი მისალოც გზავნილში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მეგობარ ავსტრალიელ ხალხს უსურვა მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა. საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე, გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს და ავსტრალიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და გაფართოვდება.

ინფორმაცია საქართველოში შემომსვლელი ყველა ტურისტისთვის სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ

ინფორმაცია საქართველოში შემომსვლელი ყველა ტურისტისთვის სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2026 წლის 01 იანვრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა ტურისტისთვის სავალდებულოა ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის მოქმედი პოლისის ფლობა. საქართველოში შემომსვლელმა ნებისმიერმა ტურისტმა უნდა წარადგინოს მოქმედი სადაზღვევო პოლისი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელიც შედგენილი იქნება ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

ინფორმაცია საქართველოს ელჩის დასწრების შესახებ ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივ ბრიფინგზე

ინფორმაცია საქართველოს ელჩის დასწრების შესახებ ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივ ბრიფინგზე

2025 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ახალ ზელანდიაში (რეზიდენციით ქ. კანბერა), ბექა დვალი ონლაინ ფორმატში დაესწრო ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს და ახალი ზელანდიის იუსტიციის სამინისტროს ერთობლივ ბრიფინგს, რომელიც შეეხებოდა 2025 წლის 27 ნოემბრიდან ახალი ზელანდიის სისხლის სამართლის კანონმდებლობის ცვლილებათა ახალი პაკეტის ამოქმედებას უცხოური ჩარევების წინააღმდეგ (Crimes (Countering Foreign Interference) Amendment Act 2025 - https://www.justice.govt.nz/justice-sector-policy/key-initiatives/countering-foreign-interference).