ინფორმაცია მელბურნის უნივერსიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული სემინარის შესახებ
2023 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს ელჩი ბექა დვალი დისტანციურად, ელექტრონულ ფორმატში დაესწრო მელბურნის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას “უძველესი მსოფლიოს სემინარების” (Ancient World Seminars) ფარგლებში, რომელზეც მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევარმა ები რობინსონმა წაიკითხა ლექცია თემაზე “სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სასაზღვრო ტერიტორიების არქეოლოგიური მიმოხილვა” (“Archaeological Survey in the borderlands of SW Georgia”). აღნიშნული მიწვევა ელჩმა მიიღო მელბურნის უნივერსიტეტთან მოქმედი პროექტის „საქართველო-ავსტრალიის კვლევები არქეოლოგიის სფეროში“ (Georgia-Australia Investigations in Archaeology (GAIA) project) მესვეურთაგან.
ხაზგასასმელია, რომ ავსტრალიაში, განსაკუთრებით მელბურნის უნივერსიტეტის ბაზაზე, მზარდია საქართველოსთან დაკავშირებული კვლევების მასშტაბი და რაოდენობა, კერძოდ, პროექტ GAIA-ს კონტექსტში.