Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია მელბურნის უნივერსიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული სემინარის შესახებ

2023 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს ელჩი ბექა დვალი დისტანციურად, ელექტრონულ ფორმატში დაესწრო მელბურნის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებასუძველესი მსოფლიოს სემინარების” (Ancient World Seminars) ფარგლებში, რომელზეც მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევარმა ები რობინსონმა წაიკითხა ლექცია თემაზესამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სასაზღვრო ტერიტორიების არქეოლოგიური მიმოხილვა” (“Archaeological Survey in the borderlands of SW Georgia”). აღნიშნული მიწვევა ელჩმა მიიღო მელბურნის უნივერსიტეტთან მოქმედი პროექტის „საქართველო-ავსტრალიის კვლევები არქეოლოგიის სფეროში“ (Georgia-Australia Investigations in Archaeology (GAIA) project) მესვეურთაგან.

 

ხაზგასასმელია, რომ ავსტრალიაში, განსაკუთრებით მელბურნის უნივერსიტეტის ბაზაზე, მზარდია საქართველოსთან დაკავშირებული კვლევების მასშტაბი და რაოდენობა, კერძოდ, პროექტ GAIA-ს კონტექსტში.