Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია ავსტრალიის შტატ ტასმანიის დედაქალაქ ჰობარტში საქართველოს ელჩის ვიზიტის შესახებ

2025 წლის 18-19 თებერვალს, ავსტრალიის თანამეგობრობის დედაქალაქ ჰობარტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა გამართა შეხვედრები: საერთაშორისო საქმეთა ავსტრალიური ინსტიტუტის ტასმანიის ფილიალის (Tasmania Branch of Australian Institute of International Affairs (AIIA)) წარმომადგენლებთან, ქალბატონ კიმ ბოიერთან (Ms. Kim Boyer) და ბატონ სტივენ ფიფთან (Mr. Steven Phipps); ტასმანიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის წარმომადგენელთან (Senior Lecturer in International Relations and Coordinator of Bachelor of Justice Studies, School of Social Sciences, University of Tasmania), დოქტორ მეტ კილინგვორსთან (Dr Matt Killingsworth); ავსტრალიის ინსტიტუტის ტასმანიის ფილიალის (Australia Institute’s Tasmania Branch) დირექტორთან, ქალბატონ ელოიზ კართან (Ms. Eloise Carr).

 

ტასმანიაში მოღვაწე ანალიტიკურ-კვლევითი წრეების ზემოაღნიშნულ წარმომადგენლებს საქართველოს ელჩმა მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს, მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ეკონომიკური პოლიტიკის, ავსტრალიასთან საქართველოს ურთიერთობების არსებული მდგომარეობის და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების შესახებ.