Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია საქართველოს ელჩის სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის თაობაზე

2025 წლის 16 აპრილს, სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბექა დვალის შეხვედრა სამოას პრემიერ მინისტრთან, ქალბატონ ფიამე ნაომი მატააფასთან, რომელიც ასევე ითავსებს სამოას საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის ფუნქციებს.

შეხვედრისას, განხილულ იქნა საქართველოს და სამოას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები.

სამოას პრემიერ მინიისტრის მხრიდან დაფიქსირდა მისი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა საერთაშორისო არენაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ამავე დღეს, გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს გენერალურ დირექტორთან და ადმინისტრატორთან ქალბატონ პესეტა ნოუმეა სიმისთან, რომელსაც ელჩმა გადასცა რწმუნებათა სიგელის ასლი.