Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია ქალაქ სტენტორფში გამართული საფერავის ავსტრალიელ მწარმოებელთა მე-3 სიმპოზიუმის შესახებ

2024 წლის 6 სექტემბერს, ავსტრალიის თანამეგობრობის ქვინსლენდის შტატის ქალაქ სტენტორფში "ქვინსლენდის ღვინის ტურიზმის კოლეჯმა" უმასპინძლა საფერავის ავსტრალიელ მწარმოებელთა მე-3 სიმპოზიუმს. ღონისძიებას დაესწრო და დამსწრეთ სიტყვით მიმართა ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოზე და ქართული მეღვინეობის ტრადიციებზე.
სიმპოზიუმს, ასევე, დაესწრნენ სტენტორფის მერი მელისა ჰამილტონი და ქვინსლენდის შტატის პარლამენტის წევრი ჯეიმს ლისტერი.
საქართველოს ელჩმა სიმპოზიუმში მონაწილე საფერავის მწარმოებელ ავსტრალიურ კომპანიებს გადასცა "2024 წლის საფერავის საერთაშორისო კონკურსში" ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედლების მიღების დამადასტურებელი სიგელები.
სიმპოზიუმის პროგრამის ფარგლებში, "ქვინსლენდის ღვინის ტურიზმის კოლეჯმა", 2024 წლის 7 სექტემბერს, ასევე, უმასპინძლა ავსტრალიურ მეღვინეობებში წარმოებული საფერავის ღვინის საჯარო დეგუსტაციას.