Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია კანბერის ეროვნულ მულტიკულტურულ ფესტივალში საქართველოს საელჩოს მონაწილეობის შესახებ

2025 წლის 8 თებერვალს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქ. კანბერაში გამართულ „ეროვნულ მულტიკულტურულ ფესტივალში“ (National Multicultural Festival). კერძოდ, კანბერის ცენტრში საელჩომ უზრუნველყო საქართველოს შესახებ საგამოფენო სივრცის მოწყობა, საინფორმაციო მასალების, საქართველოსთან დაკავშირებული ფილმების ჩვენების და სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით.

ფესტივალის ათასობით სტუმარს შესაძლებლობა მიეცა წარმოდგენილ 170-მდე სახელმწიფოს და კულტურულ თემს შორის, გაცნობოდა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ტურისტულ შესაძლებლობებს, ფოლკლორს, უნიკალურ დამწერლობას და ღვინის წარმოების ტრადიციებს. ფესტივალის მსვლელობისას, საელჩოს თანამშრომლებმა და ოჯახის წევრებმა უპასუხეს საქართველოს საგამოფენო სივრცის მრავალრიცხოვან სტუმართა შეკითხვებს საქართველოს, მისი კულტურისა და ისტორიის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ კანბერაში ეროვნული მულტიკულტურული ფესტივალი 1980 წლიდან  იმართება ყოველწლიურად, ავსტრალიის თანამეგობრობის დედაქალაქ კანბერის ხელისუფლლების ეგიდით. ფესტივალის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის  კულტურისა და ტრადიციების შესახებ ცნობადობის ამაღლება ავსტრალიელებს შორის.