ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ "ქართული გემო"
https://mfa.gov.ge/news/366409-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-qartuli-gemo)
https://mfa.gov.ge/news/366409-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-qartuli-gemo)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
2026 წლის 26 მაისს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩომ ქ. კანბერაში უმასპინძლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებას. ღონისძიებას დაესწრნენ ავსტრალიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, კერძო სექტორის და მედიის, ასევე, ავსტრალიის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“ პროექტის მიზანი: ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ; დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა და დედაენის დღის აღნიშვნის ხელშეწყობა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.
2026 წლის 9 აპრილს, ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მდებარე “ევროპის სახლში”, საერთაშორისო საქმეთა ახალი ზელანდიის ინსტიტუტმა (New Zealand Institute of International Affairs (NZIIA)), ახალ ზელანდიაში საქართველოს საპატიო კონსულის ჯაგჯიტ სინხის მხარდაჭერით, უმასპინძლა ახალ ზელანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბექა დვალის (რეზიდენციით ქ. კანბერა) ლექციას საქართველოს შესახებ (“Attaining Stability and Growth in the midst of a Geopolitical Whirlwind: The Case of Georgia”).