Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ ავსტრალიის პარლამენტის წევრთან ენდრიუ ჰასტისთან

2023 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა გამართა შეხვედრა ავსტრალიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრთან ლიბერალური პარტიიდან, თავდაცვის ჩრდილოვან მინისტრთან ბატონ ენდრიუ ჰასტისთან. საქართველოს ელჩმა მას მადლობა გადაუხადა ავსტრალიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრობისთვის. ელჩმა ავსტრალიელ პარლამენტარს, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ. მან საგანგებო ყურადღება დაუთმო რუსეთის მიერ  საქართველოს ტერიტორიულ ერთეულების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის - განგრძობად უკანონო ოკუპაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.