Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში საქართველოს ელჩის ვიზიტის შესახებ

2023 წლის 17-20 სექტემბერს, ახალ ზელანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. კანბერა) ბექა დვალი, ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ეწვია ქვეყნის ეკონომიკურ ცენტრს, ქალაქ ოკლენდს.

 

ახალ ზელანდიაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, დიპლომატიური ტურნეს ფარგლებში, საქართველოს ელჩი შეხვდა ოკლენდის მერს უეინ ბრაუნს და მმართველი საბჭოს წევრებს, ბიზნესის და საგანმანათლებლო ცენტრების მესვეურებს, ოკლენდის ბიზნესის საბჭოს თავმჯდომარეს საიმონ ბრიჯესს და ამ ორგანიზაციის წევრებს, გაეცნო ოკლენდში ბაზირებული და გლობალურ ბაზარზე მოქმედი კომპანიების საქმიანობას და მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს.