ინფორმაცია საქართველოს საელჩოში ორგანიზაციის "Girls Run the World" წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ
2023 წლის 17 ოქტომბერს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა კანბერაში რეგისტრირებული ავსტრალიური არასამთავრობო ორგანიზაციის „Girls Run the World“ წარმომადგენლებს, ავსტრალიელ სტუდენტებს არკი ედისონს და ერინ ჰეიზს. ხსენებული ორგანიზაცია ეხმარება ახალგაზრდა ქალ ლიდერებს დიპლომატიურ კორპუსთან წვდომაში, მსოფლიო პოლიტიკისა და დიპლომატიის აქტუალურ საკითხებში გასარკვევად.
საქართველოს საელჩოში ვიზიტის დროს, ავსტრალიელ სტუდენტებს მიეცათ საქართველოს ელჩთან ბექა დვალთან, მეუღლესთან ნინო ლეჟავასთან და საელჩოს დიპლომატებთან შეხვედრის, საქართველოს, მისი ისტორიის, საგარეო პოლიტიკისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.
თავის მხრივ, არკი ედისონმა და ერინ ჰეიზმა საელჩოს გაუზიარეს საქართველოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე საკუთარი კვლევების შედეგები და მოსაზრებები.