Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით გამართული სემინარის შესახებ

2024 წლის 26 სექტემბერს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს, აზერბაიჯანის და უნგრეთის საელჩოების თანაორგანიზებით, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ევროპულ სწავლებათა ცენტრის მასპინძლობით, კანბერაში გაიმართა სემინარი „შავი ზღვის რეგიონის დამაკავშირებელი როლი და ევროპის ენერგოუსაფრთხოება: სტრატეგიები, პროექტები და საუკეთესო პრაქტიკა“.

 

ღონისძიების მსვლელობისას, ავსტრალიის წამყვანმა ექსპერტმა განახლებადი ენერგიის დარგში, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორმა ენდრიუ ბლეიკერსმა, საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა, უნგრეთის ელჩმა ზოლტ ცენგერ-ზალანმა და ავსტრალიაში აზერბაიჯანის მისიის ხელმძღვანელმა ვაგიფ ჯაფაროვმა ისაუბრეს ენერგოუსაფრთხოების პრობლემატიკაზე, მწვანე ენერგეტიკის სფეროში საქართველოს და აზერბაიჯანის შესაძლებლობებზე, ასევე, სამხრეთ კავკასიის და ევროკავშირის დაკავშირებადობაზე, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის მეშვეობით.

 

სემინარს დაესწრნენ ავსტრალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის, საექსპერტო და კვლევითი წრეების წარმომადგენლები.