Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია საქართველოს ელჩის მიერ სოლომონის კუნძულების გენერალ-გუბერნატორისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის შესახებ

2025 წლის 9 აპრილს, სოლომონის კუნძულებზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა (რეზიდენციით ქ. კანბერა, ავსტრალია) სოლომონის კუნძულების დედაქალაქ ჰონიარაში რწმუნებათა სიგელი გადასცა გენერალ-გუბერნატორს სერ დევიდ ტივა კაპუს. 

 

სოლომონის კუნძულების გენერალ-გუბერნატორთან საქართველოს ელჩის შეხვედრისას, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მზადყოფნას, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში.

 

სოლომონის კუნძულების გენერალ გუბერნატორმა განაცხადა, რომ საქართველოს და სოლომონის კუნძულებს შორის ურთიერთობები ეფუძნება საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებს. მან გამოხატა რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავდება, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე და საერთო ინტერესების შესაბამისად.