Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია საქართველოს ელჩის სოლომონის კუნძულების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის თაობაზე

2025 წლის 9 აპრილს, სოლომონის კუნძულებზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა (რეზიდენციით . კანბერა, ავსტრალია) სოლომონის კუნძულების დედაქალაქ ჰონიარაში პირველი ვიზიტისას, გაცნობითი შეხვედრა გამართა პრემიერ მინისტრთან მის აღმატებულება ბატონ იერემია მანელესთან.

შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საკითხები.

სოლომონის კუნძულების პრემიერ მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მისი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა.

ჰონიარაში ვიზიტისას, საქართველოს ელჩმა გაცნობითი შეხვედრები გამართა, ასევე, სოლომონის კუნძულების აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებთან, კერძოდ, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, კომერციის, მრეწველობის, შრომისა და იმიგრაციის მინისტრთან, ბატონ ჰარი კუმასთან, კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან, ქალბატონ ჩოილინ იუმ დუგლასთან, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მუდმივმოქმედ მდივანთან ბატონ ბუნიან სივოროსთან და განათლების სამინისტროს მუდმივმოქმედ მდივანთან დოქტორ ფრანკო როდისთან.