Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია საქართველოს ელჩის ახალი ზელანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის თაობაზე

2024 წლის 7 მაისს, ახალ ზელანდიაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა (რეზიდენციით ქ. კანბერა, ავსტრალია), ახალი ზელანდიის დედაქალაქ ველინგტონში სამუშაო ვიზიტისას, შეხვედრა გამართა ახალი ზელანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ტიმ ვან დე მოლენთან.

შეხვედრისას, საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობრობის, მათ შორის, ახალი ზელანდიის მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე, საქართველო-ახალი ზელანდიის ურთიერთობებზე და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის კონტაქტებისა და დიალოგის განვითარების მნიშვნელობაზე.

ტიმ ვან დე მოლენმა განაცხადა, რომ ახალი ზელანდია რჩება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთგული და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ახალი ზელანდიის პარლამენტის მაღალი დონის წარმომადგენელმა გამოთქვა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის დიალოგის განვითარების მზადყოფნა.