საქართველო ულოცავს ფიჯის დამოუკიდებლობის დღეს!
2023 წლის 10 ოქტომბერს, ფიჯის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა (რეზიდენციით ქ. კანბერა) ფიჯის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გააკეთა შემდეგი კომენტარი:
„მთელი გულით ვულოცავ ფიჯის რესპუბლიკას, მის ხელისუფლებას და მეგობარ ფიჯელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ფიჯის ვუსურვებ კეთილდღეობას და სახელმწიფოს შემდგომ განმტკიცებას, ხოლო ჩვენთვის - საქართველოსთვის - ვისურვებ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას ფიჯისთან ყველა შესაძლო სფეროში. ჩემთვის დიდი პატივია არარეზიდენტი ელჩის ამპლუაში წარმოვადგენდე საქართველოს ფიჯის რესპუბლიკაში და ძალისხმევას არ დავიშურებ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ხელშესაწყობად.
ეს მნიშვნელოვანი დღე ფიჯის პირადი გზავნილებით მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა თავის წერილში ფიჯის პრეზიდენტის მისი აღმატებულება რატუ ვილიამ მაივალილი კატონივერესადმი გამოთქვა იმედი, რომ გადავდგამთ არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განსამტკიცებლად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, ფიჯის პრემიერ-მინისტრის ბატონ სიტივენი ლიგამამადა რაბუკასადმი მისალოც გზავნილში ხაზი გაუსვა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთნდობას და ურთიერთპატივისცემას. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველო და ფიჯი კიდევ უფრო განამტკიცებენ არსებულ კავშირებს და თანამშრომლობას ორმხრივად საინტერესო სფეროებში, ორივე ერის საკეთილდღეოდ.“