Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების შესახებ

2025 წლის 23 მაისს, ავსტრალიის თანამეგობრობის დედაქალაქ კანბერაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის (26 მაისი) აღსანიშნავად, საქართველოს საელჩომ უმასპინძლა მიღებას სასტუმრო რეალმში. ღონისძიებას დაესწრნენ ავსტრალიის საგარეო უწყების, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური და ბიზნეს წრეებიქ. კანბერაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართული დიასპორის წევრები.

სტუმრებს სიტყვით მიმართა ავსტრალიის თანამეგობრობაში და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოსთვის 26 მაისის მნიშვნელობაზე, საპარლამენტო დემოკრატიის განვითარების პროცესზე და ეკონომიკურ მიღწევებზე. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე და საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერების მნიშვნელობაზე.  ელჩმა  მიმოიხილა საქართველოს და ავსტრალიას შორის არსებული ურთიერთობები, ასევე, შეეხო საქართველოს დიპლომატიურ ძალისხმევას წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესში.

საზეიმო საღამოს მსვლელობისას, სტუმრებმა გამოფენა-ექსპოზიციის მეშვეობით მიიღეს ინფორმაცია ქართველი მწერლებისა და მხატვრების, ქართული კინემატოგრაფიის და მუსიკის, ქართული დამწერლობის და ლიტერატურული მემკვიდრეობის შესახებ. დამსწრეთ, ასევე, შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო.