Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ინფორმაცია საქართველოს ელჩის მიერ ვანუატუს რსპუბლიკის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის შესახებ

2024 წლის 14 მაისს, ვანუატუს რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა (რეზიდენცით . კანბერა) რწმუნებათა სიგელი გადასცა ვანუატუს რესპუბლიკის პრეზიდენტს მის აღმატებულება ნიკენიკე ვურობარავუს.

 

ამავე დღეს, გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრები ვანუატუს რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, მატაი სერემაია ნავალუსთან, ასევე, ვანუატუს საგარეო უწყების გენერალურ დირექტორთან კალფაუ კალორისთან.

 

შეხვედრებზე გამოითქვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების  მზადყოფნა, გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე, მათ შორის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვით.