Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში ქვევრის ინსტალაციის გახსნის შესახებ

2025 წლის 21 მარტს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე გაიმართა ქვევრის ინსტალაციის გახსნის ცერემონია.

 

საქართველოში დამზადებული ქვევრი კანბერაში საქართველოს საელჩოს საჩუქრად გადასცა ავსტრალიაში მოღვაწე თანამემამულემ, მეღვინეობა „მუკადოს“ დამფუძნებელმა, ენოლოგმა და მეღვინემ, ბატონმა ლადო უზუნაშვილმა. ქვევრის ინსტალაცია, შესაბამის საინფორმაციო დაფასთან ერთად, განთავსდა კანბერაში მდებარე საქართველოს საელჩოს ეზოში.

 

ინსტალაციის გახსნისას, დამსწრე ავსტრალიის მოქალაქეებს, ასევე, დიპლომატიური კორპუსის და ავსტრალიის სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს  სიტყვით მიმართა ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა. მან ისაუბრა საქართველოს მეღვინეობის 8000-წლოვან ტრადიციაზე, ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

ღონისძიების მსვლელობისას, დამსწრეთ შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის, მათ შორის, ქვევრის ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტი.

 

საღამოს მსვლელობისას, ასევე, ნაჩვენები იყო მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმი „ღვინის აკვანი“.