Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ინფორმაცია ხსოვნის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში საქართველოს ელჩის მონაწილეობის შესახებ

2023 წლის 10 ნოემბერს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა, ომებში დაღუპულ ავსტრალიელთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელით კანბერაში გვირგვინით შეამკო ომის მემორიალი.

 

11 ნოემბერს საქართველოს ელჩი, ავსტრალიაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, დაესწრო  ხსოვნის დღესთან დაკავშირებით კანბერაში გამართულ ეროვნულ ცერემონიას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ავსტრალიის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ასევე, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა.

 

აღსანიშნავია, რომ 1997 წლის ნოემბერში, ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორმა სერ უილიამ დინმა 11 ნოემბერი ოფიციალურად გამოაცხადა ხსოვნის დღედ (Remembrance Day). მას შემდეგ ყოველი წლის 11 ნოემბერს 11 საათზე ავსტრალიელები იცავენ წუთიერ დუმილს, ყველა ომის და შეიარაღებული კონფლიქტის დროს ავსტრალიის ინტერესების დასაცავად დაღუპულთა და დაზარალებულთა პატივისცემის ნიშნად.