ინფორმაცია საქართველოს შესახებ ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიის შესახებ
2023 წლის 10 ნოემბერს, ავსტრალიის ავტორიტეტული ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის „ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის“ (Australian Strategic Policy Institute (ASPI)) გამოცემამ „სტრატეგისტმა“ (The Strategist) გამოაქვეყნა ქართული ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარის ბექა ბოჭორიშვილის სტატია „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის ომის გრძელვადიანი შედეგები”(“The enduring impacts of Russia’s 2008 war on Georgia”). სტატია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, სტატიაში ავტორი საუბრობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში წარმოებულ აგრესიულ ჰიბრიდულ ომზე, მათ შორის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის - ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების წინააღმდეგ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე.