Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ინფორმაცია ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტში საქართველოს ელჩის ვიზიტის შესახებ

2023 წლის 25 აგვისტოს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი და მრჩეველი მიხეილ პატაშური გაცნობითი ვიზიტით ეწვივნენ ავსტრალიის ერთ-ერთ წამყვან ანალიტიკურ-კვლევით ცენტრს „ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტს („ასპი“)“ (Australian Strategic Policy Institute (ASPI)).

 

„ასპის“ აღმასრულებელ დირექტორს ჯასტინ ბასსის (Justin Bassi, Executive Director, ASPI), დირექტორის მოადგილეს ალექს ბრისტოუს (Alex Bristow, Deputy Director, ASPI), ასევე, ინსტიტუტის გამოცემის „The Strategist-ის აღმასრულებელ დირექტორს ბრენდან ნიკოლსონს (Brendan Nicholson, Executive Director, The Strategist, ASPI) საქართველოს ელჩმა მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების და გამოწვევების შესახებ.

 

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს საელჩოს და ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტს  შორის კონტაქტების გაგრძელების მნიშვნელობას.