Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია საქართველოს ელჩის მიერ ფიჯის რესპუბლიკაში გამართული შეხვედრების შესახებ

2025 წლის 18-19 ივნისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბექა დვალი, მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვია ფიჯის რესპუბლიკის დედაქალაქ სუვას


ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრები ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ქალბატონ ლენორა ქერექერებუასთან, ფიჯის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივმოქმედ მდივანთან დოქტორ რაიჯელი თაგასთან და წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნების ფორუმის სამდივნოს ხელმძღვანელობასთან.

შეხვედრებისას, განხილულ იქნა ფიჯისთან და წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნებთან, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, თანამშრომლობის საკითხები.