ავსტრალიის ხელისუფლებას და ავსტრალიელ ხალხს ვულოცავთ ავსტრალიის დღეს!
ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩო ულოცავს ავსტრალიის ხელისუფლებას და ავსტრალიელ ხალხს ავსტრალიის დღეს!
ავსტრალიის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით (Australia Day) ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორის სემ მოსტინისადმი მისალოც გზავნილში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მეგობარ ავსტრალიელ ხალხს უსურვა მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა.
საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე, გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს და ავსტრალიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და გაფართოვდება.
