Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია დედაენის დღისადმი მიძღვნილი საგრანტო კონკურსის შესახებ "ჩემი ენა ქართული"

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“
📌პროექტის მიზანი:
➡️ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ;
➡️დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა და დედაენის დღის აღნიშვნის ხელშეწყობა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.
✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.
📩 განაცხადები მიიღება 2026 წლის 14 მაისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
📍კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 26 მაისს.
🔗 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://mfa.gov.ge/.../055174-sagareo-saqmeta-saministro...