ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ფიჯის მოქალაქეებთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ
2024 წლის 12 მარტს, ფიჯის დედაქალაქ სუვაში პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფიჯის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა (რეზიდენციით ქ. კანბერა) უმასპინძლა საქართველოს მიერ შეთავაზებული სტიპენდიის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ფიჯელების ნაწილს.
ხაზგასასმელია, რომ საქართველოში მიღებული უმაღლესი სამედიცინო განათლებით, ისინი წარმატებით ეწევიან სამედიცინო სფეროში საქმიანობას ფიჯის რესპუბლიკაში საქართველოდან დაბრუნების შემდეგ.
შეხვედრას დაესწრნენ ფიჯის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფიჯის პარლამენტის წარმომადგენლებიც.