Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია სენატორ დევიდ ფოსეტთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ

2023 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა გამართა შეხვედრა ავსტრალიის თანამეგობრობის პარლამენტის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და ვაჭრობის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ლიბერალური პარტიის წარმომადგენელთან სამხრეთ ავსტრალიიდან, სენატორ დევიდ ფოსეტთან.

 

ელჩმა ავსტრალიელ სენატორს გააცნო საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ასევე, ისაუბრა საერთო ღირებულებების საფუძველზე ავსტრალიასთან არსებული ურთიერთობების დადებით დინამიკასა და პერსპექტივებზე.