Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია სიდნეიში გამართული „ქართული ღვინის საღამოს“ შესახებ

2024 წლის 18 ივლისს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბექა დვალი ავსტრალიაში ახლადდაფუძნებული კომპანიის „ნოვა ვინოს“ (www.novavino.com.au) მიერ ორგანიზებულ „ქართული ღვინის საღამოს“ დაესწრო.

 

საქართველოს ელჩმა „ნოვა ვინოს“ დირექტორს რობ კერეკოვიჩს და კომპანიის სხვა დამფუძნებლებს საქართველოს ისტორიის, ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტების, საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე მიაწოდა ინფორმაცია. ღონისძიების სტუმრებს  „ნოვა ვინოს“ მიერ ავსტრალიაში იმპორტირებული ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობების დაგემოვნების და შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ.