ინფორმაცია საერთაშორისო საქმეთა ავსტრალიური ინსტიტუტის ხელმძღვანელთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ
2026 წლის 4 თებერვალს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა გამართა შეხვედრა ავსტრალიის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაციის, საერთაშორისო საქმეთა ავსტრალიური ინსტიტუტის (Australian Institute of International Affairs (AIIA) ხელმძღვანელთან, დოქტორ ბრაის ვეიკფილდთან.
ელჩმა ბატონ ვეიკფილდს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ასევე, უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.
საუბარი, ასევე, შეეხო ქართულ ანალიტიკურ-კვლევით ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებთან საერთაშორისო საქმეთა ავსტრალიური ინსტიტუტის თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
