საქართველო პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის მსხვერპლთ
ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოში დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგების ნიშნად.