Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია საქართველოს ელჩის ვიზიტის შესახებ ავსტრალიის საგარეო უწყების დიპლომატიურ აკადემიაში

2023 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს ელჩი ბექა დვალი გაცნობითი ვიზიტით ეწვია ავსტრალიის თანამეგობრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის დიპლომატიურ აკადემიას, სადაც მას უმასპინძლეს დიპლომატიური აკადემიის დირექტორმა დოქტორმა თომას დევისმა და ავსტრალიის საგარეო უწყებაში აღმოსავლეთ ევროპის საქმეთა მდივნის თანაშემწემ, დეპარტამენტის დირექტორმა ჯეფ ბოვენმა.

 

ვიზიტის ფარგლებში, ბექა დვალი, ასევე, ეწვია ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტთან არსებულ, ჰერბერტ ვერე ევატის სახელობის ბიბლიოთეკას (H.V. Evatt Library) რომელსაც საელჩოს სახელით გადასცა გამოცემები: „სამაჩაბლოს ისტორია“ (ავტორი: გიორგი სოსიაშვილი) ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე, „რატომ არის აფხაზეთი საქართველოს ნაწილი. ნამდვილი ისტორია“ (ავტორთა კოლექტივი. რედაქტორი ზურაბ პაპასკირი) ინგლისურ ენაზე.