Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ბექა დვალმა ვიქტორიის შტატში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა გამართა ქ. მელბურნში მცხოვრებ ქართველებთან

2023 წლის 8 ივნისს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბექა დვალმა ვიქტორიის შტატში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა გამართა ქ. მელბურნში მცხოვრებ ქართველებთან. შეხვედრა ორგანიზებული იქნა მელბურნში საქართველოს საპატიო კონსულის, ბატონ პიტერ მაკმალენის ხელშეწყობით. შეხვედრას თანამემამულეებთან ერთად ესწრებოდნენ ქ. მელბურნში აკრედიტებული საკონსულო კორპუსის წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოების წინაშე ქართული პოლიფონიური სიმღერები შეასრულეს მელბურნის ქართული გუნდის და გუნდი "გორან"-ის მომღერლებმა.