ინფორმაცია ავსტრალიაში მოქმედი ქართული ხალხური სიმღერების გუნდების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ
2023 წლის ნოემბერში ავსტრალიის თანამეგობრობის ვიქტორიის შტატის ქალაქ მელბურნში სამუშაო ვიზიტისას, საქართველოს ელჩი ბექა დვალი და საქართველოს საელჩოს მრჩეველი ვახტანგ მაკარიძე შეხვდნენ ავსტრალიაში მოქმედი ქართული ხალხური სიმღერების ავსტრალიელ მომღერალთა გუნდების (“მელბურნის ქართული სიმღერის გუნდის”, “წინწყაროს” და “გორანის”) წარმომადგენლებს როჯერ კინგს და კრზიშტოფ დერვინსკის.
შეხვედრისას განხილულ იქნა თანამშრომლობის შესაძლებლობები და კონკრეტული გეგმები ქართული პოლიფონიის ავსტრალიაში კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციის მიზნით.