ინფორმაცია საქართველოს ელჩის მონაწილეობის შესახებ ქ. ველინგტონში გამართულ მრგვალი მაგიდის ღონისძიებაში
2026 წლის 7 აპრილს, ახალი ზელანდიის დედაქალაქ ველინგტონში, საერთაშორისო საქმეთა ახალი ზელანდიის ინსტიტუტის (New Zealand Institute of International Affairs (NZIIA)) მასპინძლობით, ახალ ზელანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიამა ელჩმა ბექა დვალმა (რეზიდენციით ქ. კანბერა) მონაწილეობა მიიღო ველინგტონის ვიქტორიის უნივერსიტეტში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის ღონისძიებაში "ეროვნული ინტერესი, სუვერენიტეტი და საფრთხის ქვეშ მყოფი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი - ხედვები საქართველოდან".
ღონისძიებას დაესწრნენ საერთაშორისო საქმეთა ახალი ზელანდიის ინსტიტუტის წევრები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ველინგტონის ვიქტორიის უნივერსიტეტის სტუდენტები.
დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარების კონტექსტში, ელჩმა ისაუბრა საქართველოს განვითარების გზის, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ასევე, ეროვნული ინტერესების დაცვის პროცესში საქართველოს სახელმწიფოს გამოცდილების, მიღწეული შედეგების და არსებული გამოწვევების შესახებ.
