ინფორმაცია საქართველოს ელჩის საჯარო ლექციის შესახებ ქ. ოკლენდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
2026 წლის 9 აპრილს, ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მდებარე “ევროპის სახლში”, საერთაშორისო საქმეთა ახალი ზელანდიის ინსტიტუტმა (New Zealand Institute of International Affairs (NZIIA)), ახალ ზელანდიაში საქართველოს საპატიო კონსულის ჯაგჯიტ სინხის მხარდაჭერით, უმასპინძლა ახალ ზელანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბექა დვალის (რეზიდენციით ქ. კანბერა) ლექციას საქართველოს შესახებ (“Attaining Stability and Growth in the midst of a Geopolitical Whirlwind: The Case of Georgia”).
ღონისძიებას დაესწრნენ საერთაშორისო საქმეთა ახალი ზელანდიის ინსტიტუტის წევრები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები.
