ინფორმაცია საქართველოს ელჩის ინტერვიუს შესახებ Global Trade Show Programme-ში
ავსტრალიურმა ექსპორტ-იმპორტ ონლაინ ტელევიზიამ, გადაცემის Global Trade Show Programme-ის ფარგლებში, ინტერვიუ ჩამოართვა ავსტრალიაში საქართველოს ელჩს ბექა დვალს.
ინტერვიუში ელჩმა ისაუბრა საქართველოს ბიზნესის წარმოებისათვის არსებულ ხელსაყრელ გარემოზე და საინვესტიციო შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ღვინის პოპულარობას ავსტრალიაში და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: