Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ბექა დვალი

დიპლომატიური რანგი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

დაბადების თარიღი : 1977 წლის 31 ივლისი

დაბადების ადგილი : ქ. თბილისი

ოჯახური მდგომარეობა : მეუღლე ნინო ლეჟავა, შვილი ლუკა დვალი

განათლება:

1994-1999 — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნის სპეციალობა, მიიღო იურისტის კვალიფიკაცია

2001-2002 — ნიდერლანდების სამეფოს მაასტრიხტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა, მიიღო შედარებითი და ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი

1999-2012 — გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსები საქართველოში და საზღვარგარეთ სამართალმცოდნეობის, სამართალშემოწმედების, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების და კონფლიქტების გადაწყვეტის სფეროებში

დიპლომატიური სამსახური:

1999 — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი

2000 — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მესამე მდივანი

2000-2002 — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მეორე მდივანი

2002-2004 — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი

2004-2008 — ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი

2008 — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრჩეველი

2009 — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

2009-2012 — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიაში

2.11.2012- 31.10.2022 — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ( რეზიდენციით ქ . პრეტორიამოზამბიკის რესპუბლიკაში (16.10.2013-დან), მავრიკის რესპუბლიკაში (6.05.2014-დან), ბოცვანის რესპუბლიკაში (13.06.2014-დან), მადაგასკარის რესპუბლიკაში (9.10.2014-დან), ზამბიის რესპუბლიკაში (18.02.2015-დან), ზიმბაბვეს რესპუბლიკაში (25.02.2016-დან), ნამიბიის რესპუბლიკაში (25.10.2016-დან), ანგოლის რესპუბლიკაში (20.11.2016-დან), ლესოტოს სამეფოში (9.03.2017-დან), ესვატინის სამეფოში (3.08.2017-დან), კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (11.08.2018-დან), მალავის რესპუბლიკაში (9.01.2020-დან).

2022 წლის ნოემბრიდან — ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

2023 წლის 8 თებერვალი — გადასცა რწმუნებათა სიგელი ავსტრალიის თანამეგობრობის გენერალ-გუბერნატორს, მის აღმატებულებას გენერალ დეივიდ ჰარლის

2023 წლის 18 აპრილიდან — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ახალ ზელანდიაში (რეზიდენციით ქ. კანბერა), გადასცა რწმუნებათა სიგელი ახალი ზელანდიის მთავრობის ადმინისტრატორს ბარონესა ჰელენ ვინკელმანს

აკადემიური საქმიანობა და პუბლიკაციები:

2000-2001 — მიწვეული ლექტორი შედარებით კონსტიტუციურ სამართალში და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში, საქართველოს დამოუკიდებელი დიპლომატიური აკადემია

2000 — მონოგრაფია “სასამართლო ხელისუფლება საზღვარგარეთის ქვეყნებში”, შედარებითი კვლევა გამოცემული თბილისში, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით

2001 — “ავსტრალიის სამართლებრივი სისტემა” და “ახალი ზელანდიის სამართლებრივი სისტემა”, კრებულში “საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლებრივი სისტემები”, გამოცემული თბილისში

2000-2004 — სტატიები/კვლევები კონსტიტუციური სამართლის, გარემოდაცვითი/ეკოლოგიური სამართლის და მედია სამართლის სფეროებში

2021 — “ბოლოდროინდელი ტენდენციები საერთაშორისო სამართალში: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”“, “სამხრეთ აფრიკული წელიწდეული საერთაშორისო სამართალში” 45-ე გამოცემა/”Recent Developments in International law: judgment by the European Court of Human Rights in Georgia v. Russia”, South African Yearbook of International Law (SAYIL), Vol 45, https://unisapressjournals.co.za/index.php/SAYIL/article/view/9695

მშობლიურ ქართულ ენასთან ერთად , ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს