ინფორმაცია ავსტრალიელ სენატორ კლერ ჩანდლერთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ
2023 წლის 18 ოქტომბერს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი შეხვდა ავსტრალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და ვაჭრობის გაერთიანებული კომიტეტის წევრს, სენატორ კლერ ჩანდლერს.
ელჩმა ავსტრალიელ სენატორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და გამოწვევების შესახებ. ხაზი გაესვა საქართველოს და ავსტრალიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ურთიერთობების განმტკიცების და გაღრმავების, მათ შორის ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის კავშირების განვითარების მნიშვნელობას.