Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია საქართველოს ელჩის რაგბის კავშირის პრეზიდენტთან და აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრის თაობაზე

2025 წლის 17 აპრილს, სამოას დედაქალაქ აპიაში პირველი ვიზიტისას, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბექა დვალი (რეზიდენციით კანბერა, ავსტრალია) ეწვია სამოას რაგბის კავშირს (ლაკაპი სამოას) და გაცნობითი შეხვედრა გამართა ლაკაპი სამოას პრეზიდენტთან ნამულაულუ ლეოტასთან, ასევე, აღმასრულებელ დირექტორთან სეუმანუ ჩუნთან.