ინფორმაცია საქართველოს ელჩის ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს ევროპის სამმართველოს მენეჯერთან შეხვედრის თაობაზე
2025 წლის 5 მაისს, ახალ ზელანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა (რეზიდენციით ქ. კანბერა, ავსტრალია), ველინგტონში მორიგი ვიზიტისას, სამუშაო შეხვედრა გამართა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს ევროპის სამმართველოს მენეჯერთან დომინიკ ვალტონ-ფრანსთან.
შეხვედრისას, განხილულ იქნა საქართველოს და ახალ ზელანდიას შორის ორმხრივ ურთიერთობებთან და საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.