ინფორმაცია ავსტრალიურ კომპანია „ვენუბუკას“ წარმომადგენელთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ
2023 წლის 5 ოქტომბერს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა კანბერაში საქართველოს საელჩოში უმასპინძლა ავსტრალიური კომპანია დამფუძნებელს და მმართველს ჯონ ტერესს.
შეხვედრისას განხილულ იქნა ავსტრალიაში და გლობალურად საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების და სხვადასხვა სახის ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის წარმოჩენის და პოპულარიზაციის შესაძლებლობები.