Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია საქართველოს ელჩის მიერ ავსტრალიის ბიზნესის სამიტის საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღების შესახებ

2025 წლის 2 მაისს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბექა დვალმა, სიდნეიში „ავსტრალიის ბიზნესის სამიტის საბჭოს“ (Australian Business Summit Council (ABSC) Inc.) ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ელჩმა ავსტრალიის წამყვანი ბიზნესწრეების და მედიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების, საინვესტიციო და სავაჭრო პოტენციალის შესახებ.
ღონისძიებაზე „ავსტრალიის ბიზნესის სამიტის საბჭოს“ ყოველწლიური ჟურნალის „ეკონომოსის“ / Ekonomos ( https://www.absc.online/ekonomos-menu.php ) 2025 წლის გამოშვება წარადგინეს, სადაც გამოქვეყნებულია საქართველოს ელჩის სტატია „საქართველო – ბიზნესის წარმოების ცენტრი“/«Georgia – The Hub For Doing Business“.
სტატიაში საუბარია საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ეკონომიკურ პრიორიტეტებსა და პოტენციალზე, ავსტრალია-საქართველოს კავშირებსა და სამომავლო გეგმებზე.