Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია ავსტრალიის ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრის უფროს მრჩეველთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ

2023 წლის 25 აგვისტოს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა შეხვედრა გამართა ავსტრალიის ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრის, სენატორ დონ ფარელის უფროს მრჩეველთან ვაჭრობის საკითხებში, ბატონ კენ გორდონთან.

 

ელჩმა მას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, მათ შორის, საერთაშორისო ვაჭრობის, ავსტრალიასთან სავაჭრო ურთიერთობების არსებული მდგომარეობის და პერსპექტივების შესახებ.

 

ელჩმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების -  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე. ამასთანავე, მან საგანგებო ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, თანმდევი გამოწვევების და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ.