Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია ქ. ველინგტონში ვიქტორიის უნივერსტეტში საქართველოს ელჩის მიერ წაკითხული საჯარო ლექციის შესახებ

2025 წლის 5 მაისს, ახალი ზელანდის დედაქალაქ ველინგტონში მდებარე ვიქტორიის უნივერსიტეტში (Victoria University Wellington) ახალი ზელანდიის წამყვანი ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის - საერთაშორისო საქმეთა ახალი ზელანდიის ინსტიტუტის (New Zealand Institute of International Affairs (NZIIA)) - მასპინძლობით, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბექა დვალის საჯარო ლექცია თემაზე: „გეოპოლიტიკურ შტორმებთან გამკლავება და უსაფრთხოების დილემების გადაწყვეტა: საქართველოს მაგალითი“ („Withstanding Geopolitical Storms and Resolving Security Dillemas: The Case of Georgia“ - https://www.nziia.org.nz/.../withstanding-geopolitical.../ ).
ღონისძიების მსვლელობისას, საქართველოს ელჩმა საერთაშორისო საქმეთა ახალი ზელანდიის ინსტიტუტის წევრებს, მკვლევარებს, სტუდენტებს, მედიის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ ფართო აუდიტორიას, მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების პრობლემატიკის, საქართველოს მიერ წლების განმავლობაში გატარებული რეფორმების და ეკონომიკური განვითარების არსებული ტენდენციების შესახებ.