Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნების ფორუმის ლიდერთა 53-ე შეხვედრაზე საქართველოს ელჩის დასწრების შესახებ

2024 წლის 26-31 აგვისტოს, ტონგას დედაქალაქ ნუკუ’ალოფაში წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნების ფორუმის 53-ე სამიტი გაიმართა (53rd Pacific Islands Forum (PIF) Leaders Meeting 2024). ამ ღონისძიებაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარმოადგენდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბექა დვალი.
კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ელჩს შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა ღონისძიებებს. ბექა დვალმა ასევე გამართა ორმხრივი გაცნობითი და სამუშაო შეხვედრები წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნების ფორუმის სამდივნოს და ფორუმის წევრი ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლებთან.