Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

ინფორმაცია საქართველოს ელჩის დასწრების შესახებ ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივ ბრიფინგზე

2025 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ახალ ზელანდიაში (რეზიდენციით ქ. კანბერა), ბექა დვალი ონლაინ ფორმატში დაესწრ ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს და ახალი ზელანდიის იუსტიციის სამინისტროს ერთობლივ ბრიფინგს, რომელიც შეეხებოდა 2025 წლი 27 ნოემბრიდან ახალი ზელანდიის სისხლის სამართლის კანონმდებლობის ცვლილებათა ახალი პაკეტის ამოქმედებას უცხოური ჩარევების წინააღმდეგ (Crimes (Countering Foreign Interference) Amendment Act 2025 - https://www.justice.govt.nz/justice-sector-policy/key-initiatives/countering-foreign-interference).

სისხლის სამართლის კანონმდებლობის ეს დებულებები შეეხება ახალ ზელანდიაში უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას ისეთი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, როგორებიცაა დემოკრატიული პროცესი, არჩევნები, მთავრობის ეფექტური ფუნქციონირება, უსაფრთხოება და ეკონომიკა.

ხაზი გაესვა, რომ ახალი ზელანდია მოელის დიპლომატებისგან ადგილობრივი კანონმდებლობის პატივისცემას და დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან სრულ შესაბამისობას, რომელიც ითვალისწინებს დიპლომატის ვალდებულებას არ ჩაერიოს მიმღები სახელმწიფოს შიდა საქმეებში.