ინფორმაცია ავსტრალიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანა-თავმჯდომარესთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ
2024 წლის 21 ნოემბერს, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა სამუშაო შეხვედრა გამართა ავსტრალიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანა-თავმჯდომარესთან, ბატონ მაიკლ მაკკორმაკთან.
შეხვედრისას, ელჩმა საქართველოს მეგობარ ავსტრალიელ პარლამენტარს, ასევე, საჩუქრად გადასცა რაგბიში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების მიერ ხელმოწერილი ეროვნული ნაკრების მაისური.
როგორც ცნობილია, ავსტრალიას და საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებებს შორის ბოლო საერთაშორისო ტესტ-მატჩი გაიმართა 2024 წლის 20 ივლისს სიდნეიში.