Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ

2023 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა ავსტრალიაში საქართველოს საელჩოში უმასპინძლა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავსტრალიის ოფისის წარმომადგენელს ბატონ ნაიჯელ მენოკს.

 

საქართველოს ელჩმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების შესახებ.