Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, პაპუა ახალ გვინეაში, ტონგას სამეფოში, ტუვალუში, კირიბატის რესპუბლიკაში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის საყურადღებოდ

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა მორიგი ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის საყურადღებოდ

"2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება.

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში.

თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს.

სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის.

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნები

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად:

  • თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2024 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა) მას შემდეგ რაც შეიქმნება საარჩევნო უბანი, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა (7 ოქტომბრის ჩათვლით), ამომრჩეველი თავისუფლდება საკონსულო აღრიცხვისთვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის გადახდისგან;
  • საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

თქვენი საარჩევნო უფლებების და არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მოგვწერეთ ვებგვერდის (cesko.ge) ან ცესკოს სოციალური ქსელის ჩათის საშუალებით

ან დაგვირეკეთ:

კონტაქტ-ჰაბი  +995 32 2 51 00 51

ონლაინ ჩათი 

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ  ვებგვერდებზე:

https://www.geoconsul.gov.ge/

https://sda.gov.ge/?page_id=4118

"